Monday, July 10, 2017

მოსკოვში უდიდესი სავაჭრო ცენტრი იწვის

მოსკოვში უდიდესი სავაჭრო ცენტრი „რიო“ იწვის, არიან დაშავებულები, რომელთა რაოდენობა 14 შეადგენს, მათ შორის ერთი ბავშვია.

ხანძარს ხუთიდან მეოთხე სიძლიერის რანგი აქვს მინიჭებული. სავაჭრო ცენტრიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

დიმიტრიევსკის გზატკეცილზე მდებარე შენობაში ხანძარი იმ სართულზე გაჩნდა, სადაც ოკეანერიუმი და „ეკზოოპარკია“ განთავსებული. რუსული მედიის ინფორმაციით, დაკვამლიანების ფართობი 70 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს.

მედია წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ხანძრის მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა.
ipn.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                                     ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment