ინდოეთის პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელსაც მეუღლის მკვლელობა ედება ბრალად. მკვლელობის მიზეზი კი დაგვიანებული ვახშამი იყო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„60 წლის მამაკაცი ყოველდღე სვამდა. ცოლს მასთან დალაპარაკება უნდოდა, მაგრამ ქმარმა მას ვახშამი მოსთხოვა და როცა მეუღლემ სუფრის გაშლა დააგვიანა, მან ცოლი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა“, - აცხადებს ადგილობრივი პოლიციის წარმოამდგენელი.
ინდოეთში ოჯახური ძალადობა მკვლელობების ყევლაზე ხშირი მიზეზი ხდება. გამოკითხული ინდოელების დიდი ნაწილი თვლის, რომ ქმარს შეუძლია ცოლი სცემოს მისი ნათესავების უპატივცემულობის, ბავშვების მიმართ უყურადღებობისა და საჭმელის მომზადების დაგვიანების გამოც კი.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment