როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან აცნობეს, პრესკონფერენციას დაესწრებიან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ხელმძღვანელი პირები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები. ასევე, პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ხელმძღვანელები.
„10 ივლისიდან C ჰეპატიტის სკრინინგის გაფართოების, ბავშვების იმუნიზაციით მოცვის, ორსულთა ანტენატალური სერვისებით მოცვის, კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისათვის სამიზნე ჯგუფების სკრინინგით მოცვის გაზრდისა და თამბაქოს მავნე ზემოქმედების თაობაზე მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტების და ქ.თბილისის პირველადი ჯანდაცვის სექტორის ჩართულობით იგეგმება ხანგრძლივადიანი ერთობლივი კამპანია.
კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია თითოეული თბილისელისათვის ზემოაღნიშნული სერვისებისადმი ხელმისაწვდომობისა და გამოყენების აუცილებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
პრესკონფერენცია გაიმართება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში (II სართული)“, - აღნიშნულია დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
No comments:
Post a Comment