Friday, July 7, 2017

Google რობოტი-ჟურნალისტების შექმნას დააფინანსებს

საინფორმაცია სააგენტო Press Association-მა კომპანია Google-სგან 706 ათასი ევროს გრანტი მიიღო, რათა ხელოვნური ინტელექტის (რობოტი-ჟურნალისტების) სისტემა შეიმუშაოს. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. 
ახალმა ალგორითმმა, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მედია საშუალებებისათვის, 30 ათასამდე სიახლის დაწერა უნდა შეძლოს. ინციტიატივას სახელად Radar-ი დაარქვეს, რაც Reporters And Data And Robots-ს ნიშნავს - "რეპორტიორები, მონაცემები და რობოტები".
ამჟამად, სააგენტომ ჩამოაყალიბა ხუთწევრიანი გუნდი, რომლებიც ხელოვნური ინტელექტისთვის შაბლონებსა და ცნობებს აგროვებს. აღსანიშნავია, რომ სისტემა სურათების, ვიდეოებისა და ნახატების გარჩევას თავად შეძლებს. 
რობოტი-ჟურნალისტების სისტემის დამკვიდრება, სხვადასხვა ქვეყნებში, უკვე დიდი ხანია სურთ. იანვარში, რობოტი ჟურნალისტის მიერ დაწერილი სტატია, რომელიც გაზეთ Southern Metropolis Daily-ში გამოაქვეყნეს, 300 იეროგლიფს შეიცავდა და მის დასაწერად რობოტს მხოლოდ ერთი წამი დასჭირდა.
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment