Friday, July 7, 2017

მეცნიერებმა კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა წარმატებით გამოსცადეს

ამერიკელი, გერმანელი და ავსტრიელი ონკოლოგების განცხადებით, მათ მიერ გამოცდილი კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინები უსაფრთხოა და მელანომის პროფილაქტიკისთვის კლინიკურად ეფექტურია. 2 კვლევის შედეგები ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა. 
პირველ მასალაში ამერიკელი მეცნიერები ვაქცინის კლინიკური გამოცდის პირველი ფაზის შედეგებზე საუბრობენ, რომელიც კანის კიბოსთან დაკავშირებული 20 პერსონალიზებული ნეონატიგენისკენ იყო მიმართული. 6 პაციენტიდან 4-ს, რომლებსაც ვაქცინაცია ჩაუტარდათ, 25 თვის განმავლობაში მელანომის რეციდივი არ გამოუვლინდა.
მეორე მასალაში გერმანელი და ავსტრიელი მეცნიერები რიბონუკლეინის მჟავაზე დაფუძნებული ვაქცინის გამოცდაზე წერენ. მათი მტკიცებით, 13 პაციენტიდან 8-ს ვაქცინის გამოყენებიდან 23 თვის შემდეგ სიმსივნე გაუქრა. 
ამ ეტაპზე სპეციალისტები ვაქცინის კლინიკური გამოცდის მეორე ფაზაზე გადასვლას გეგმავენ.
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment