როგორც აბიტურიენტების უმეტესობა გამოცდის მეორე სესიის დასრულების შემდეგ EDU.ARIS.GE-სთან აცხადებს, მათემატიკური ნაწილი გაცილებით რთული იყო ვიდრე ვერბალური.
„ვიტყოდი, რომ მარტივი არც ერთი ნაწილი არ იყო, მაგრამ მათემატიკური მაინც უფრო გამიჭირდა. ვერბალურში ერთადერთი რთული, ალბათ, ისეთი სიტყვები იყო, რომელთა მნიშვნელობაც არ ვიცოდი“,- გვეუბნება აბიტურიენტი.
„მათემატიკური ნაწილი გაცილებით რთული იყო, ისე გამთიშა, რომ არაფერი აღარ მახსოვს რა შემხვდა“, – ამბობს კიდევ ერთი გლდანის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აპლიკანტი.
აბიტურიენტების განცხადებით, ვერბალურ ნაწილში ერთი ტექსტი ცხოველების თვალის ევოლუციაზე იყო, მეორე რომისა და საბერძნეთის ქალაქების დაგეგმარების შედარება იყო საქართველოსთან.
„აღსანისნავია, რომ აბიტურიენტების მიერ ჩამოთვლილი ტექსტები ზოგადი უნარების გამოცდის მესამე ვარიანტის დავალებებს ემთხვევა“, – ამბობენ აბიტურიენტები.
რაც შეეხება ანალოგიებს, აპლიკანტები შემდეგ საკითხებს იხსენებენ: წისქვილი და საცერი; დაავდება და ვირუსი;
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები ორშაბათს, 10 ივლისს უცხოური ენის გამოცდით გაგრძელდება. აბიტურიენტები გამოცდას ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებში ჩააბარებენ.
რაც შეეხება ზოგადი უნარების ტესტური დავალებებისა და პასუხების გამოქვეყნებას, გამოცდების ცენტრის ცნობით, ვარიანტები მიმდინარე დღეებში უნდა გამოქვეყნდეს.
edu.aris.ge
No comments:
Post a Comment