Friday, July 7, 2017

ტყვიის შემცველობა სუნელ-სანელებლების 75 ნიმუშიდან 4-ში გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტო ბაზრის მონიტორინგს სურსათში ტოქსიკური ელემენტების შემცველობაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.ლაბორატორიული კვლევის მიზნით, ნიმუშების აღება მიმდინარეობს როგორც მსხვილი, ასევე მცირე სარეალიზაციო ობიექტებიდან, მათ შორის, აგრარული ბაზრებიდან. 
მიმდინარე წელს, სააგენტოს სპეციალისტებმა ტყვიის შემცველობაზე კვლევისთვის, სხვადასხვა სახეობის სუნელ-სანელებლის 75 ნიმუში აიღეს და აკრედიტირებულ ლაბორატორიაში გადააგზავნეს. აღებული ნიმუშებიდან  უკვე გამოკვლეულია 25, საიდანაც დარღვევა - დადგენილი ნორმის ზღვარს ზემოთ  ტყვიის შემცველობა - გამოვლინდა 4 ნიმუშში. მოქმედი კანონმდებლობით ტყვიის შემცველობა სანელებლებში 5 მილიგრამს არ უნდა აღემატებოდეს კილოგრამში. ჩატარებული კვლევით, ტყვიის დაშვებულზე მაღალი შემცველობა აღინიშნა შემდეგ სუნელ- სანელებლებში: წითელი წიწაკა - 7,06მგ/კგ; მშრალი აჯიკა - 6,38მგ/კგ; მშრალი აჯიკა - 5,96მგ/კგ; სუნელი - 5,60მგ/კგ. გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, სააგენტოს მიერ გატარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, რაც პროდუქციის სარეალიზაციო ბაზრიდან ამოღებას ითვალისწინებს.  
ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ქართულ სუნელებში ტყვიის საგანგაშო დოზა აღმოჩნდა.
imedienws.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment