Saturday, September 16, 2017
სანდრო ეულის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაღუპული 40 წლამდე მამაკაცია
სანდრო ეულის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაღუპული 40 წლამდე მამაკაცია. როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტს შემთხვევის ადგილზე განუცხადეს, კიბერნეტიკის ინსტიტუტის ყოფილ შენობაში რემონტი დასრულდა და შენობის დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობდა. მამაკაციც, რომელიც აფეთქებისას დაიღუპა, რემონტის შემდეგ დასუფთავების სამუშაოებში იღებდა მონაწილეობას.
დაღუპულის ცხედარი შემთხვევის ადგილიდან ამ დრომდე არ გადაუსვენებიათ.
სანდრო ეულის ქუჩაზე აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, შენობაში ჟანგბადის ავზი აფეთქდა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახურების წარმომდგენლები. უბედური შემთხვევის შედეგად სხვა არავინ დაშავებულა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
ipn.ge
👉 მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment