Friday, September 15, 2017

დაღუპული პოლიციელის შვილი სკოლაში პირველად გიორგი მღებრიშვილმა წაიყვანა



  
შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელის, ზურაბ ზოიძის პირველკლასელ შვილს სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ბათუმში ესტუმრა, საჩუქრები გადასცა და სკოლაში წაიყვანა.

შსს-ს ინფორმაციით, სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის N1 სამმართველოს უფროსის მოადგილე, ზურაბ ზოიძე 2009 წლის 15 დეკემბერს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა. ზურაბ ზოიძეს დარჩა მეუღლე - მაია ფარტენაძე და 2 წლის გოგონა მარიამი. მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, 2010 წლის 10 აგვისტოს, ოჯახში ბიჭიც დაიბადა და მას მამის სახელი - ზურა დაარქვეს. მეუღლის გარდაცვალების შემდგომ მაია ფარტენაძემ მუშაობა შსს-ს სასაზღვრო პოლიციის N1 სამმართველოში დაიწყო.
გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, უკვე მესამე წელია, ტრადიციად დამკვიდრდა, რომ შსს-ს დაღუპული თანამშრომლების პირველკლასელ შვილებს შს მინისტრი და სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები სასწავლო წლის დაწყებას პირადად ულოცავენ, საჩუქრებს გადასცემენ და სკოლაში მიჰყავთ.

1tv.ge

No comments:

Post a Comment