👉 მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად
ახალი, 2017-2018 სასწავლო წლის დაწყებამდე 3 დღე რჩება. 15 სექტემბრამდე სკოლის მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სურთ ახალი სამოსი, ჩანთა თუ საჭირო ნივთები მოიმარაგონ. არჩევანი დიდია, ფასები კი განსხვავებული. იმ შემთხვევაში, თუ მშობელს შვილი კერძო სკოლაში მიჰყავს, მაშინ, ამ ყველაფერთან ერთად, თანხა სასკოლო წიგნების შესაძენადაც უნდა გადადოს. საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წიგნები სახელმწიფოსგან საჩუქრად გადაეცემათ.
👉 მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად
რა ღირს სკოლაში წასვლა? ამის დასადგენად სხვადასხვა სავაჭრო ცენტრსა და ბაზრობებს ვესტუმრეთ.
სასკოლო ჩანთების ფასი ერთ-ერთ გარეუბანში მდებარე მსხვილ სავაჭრო ცენტრებში ხარისხის, ზომისა და ფუნქციების მიხედვით 39 ლარიდან – 150 ლარამდე მერყეობს. ბაზრობებზე ეს ფასი შედარებით ნაკლებია და ის 30 ლარიდან – 100 ლარამდეა. რამდენიმე მსხვილ ქსელურ სავაჭრო ცენტრში კი ჩანთას – 9.90 ლარადაც შეხვდებით.

👉 მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად
ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ ჩანთის ყიდვისას ბავშვების აზრი, განსაკუთრებით თუ ის პირველად მიდის სკოლაში, გავითვალისწინოთ. ამით მათთვის სკოლაში წასვლას უფრო სახალისოს გავხდით.
ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩანთის მწარმოებელ ქვეყანასაც, რათა ქსოვილი, რომლითაც ჩანთაა დამზადებული ბავშვისთვის ქიმიურად მავნე ნივთიერებებს არ შეიცავდეს.
თეთრი პერანგები და შარვლები 25-70 ლარამდე ღირს. გოგონებისთვის ქვედაბოლო 30-60 ლარამდე. წელს ბაზრობებზე დიდი არჩევანია გოგონებისთვის ე.წ. შავ კაბა-კომბინიზონებზე, რომელზეც მოთხოვნაც ასევე დიდია და ის 50-70 ლარი ღირს. ბავშვის ფეხსაცმელი 40-დან 150-ლარამდე დაგიჯდებათ. ძვირადღირებული ფეხსაცმლის ფასს ორთოპედიული ძირი, ტყავის ფაქტურა და ხარისხი განაპირობებს.
რაც შეეხება სასკოლო საკანცელარიო ნივთებს, ბაზრობებსა და სხვადასხვა საკანცელარიო მაღაზიებში ფასები განსხვავებულია. ზოგან რამდენიმე შენაძენზე ფასდაკლებაც მოქმედებს. ასევე, საგანგებოდაა გახსნილი მსხვილ ქსელურ სავაჭრო ცენტრებში სპეციალური სასკოლო ბაზრობები, სადაც როგორც მოსწავლეების, ასევე მათი მშობლების დიდ ნაწილს ნახავთ. ისინი წინასწარ არჩევენ და იმარაგებებენ სკოლისთვის საჭირო საკანცელარიო ნივთებს.

👉 მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად
მიუხედავად იმისა, რომ მშობლები სასკოლოდ საჭირო ტანისამოსისა და ნივთების ფასის მომატების გამო წუხან, ბაზრობებზე, დიდ თუ პატარა სავაჭრო ცენტრებში მშობლებისა და სკოლის მოსწავლეების რაოდენობა მაინც შესამჩნევია.

არჩევანისა და შესაძლებლობის თავისუფლება საფულის სისქეზე გადის, რადგან ბაზრობებსა თუ სხვადასხვა სავაჭრო ცენტრებში ამგვარი ტიპის საქონელის არჩევანი მრავალფეროვანი, მრავალფერიანი და მრავალფასიანია.
edu.aris.ge
No comments:
Post a Comment