Monday, October 23, 2017

ბრიტანელმა ზვიგენისგან თავის დასაღწევად 7 კილომეტრი იცურა

ბრიტანელი ჯონ კრეიგი, რომელიც ავსტრალიის ნაპირებზე დაივინგით იყო დაკავებული, 7,5 კილომეტრამდე გაცურა, რათა თავი ვეფხვის სახეობის ზვიგენისგან დაეღწია. მცურავის თქმით, "ცნობისმოყვარე" მტაცებელი, მას ნაპირამდე დაედევნა. 
34 წლის ბრიტანელმა, ნავით შეცურა შარკის ყურეში და ნაპირს 7,5 კილომეტრით მოშორდა. აღსანიშნავია, რომ ამ ყურეს "ზვიგენების უბესაც" ეძახიან და ყოვეწლიურად იქაურობას 120 ათასამდე ტურისტი სტუმრობს.
როდესაც კრეიგმა წყლიდან ამოყვინთა, ნავი მისგან შორს აღმოჩნდა ამ დროს კი ახლოს ზვიგენი შეამჩნია. "ის ძალიან ახლოს იყო და წრეებს მირტყამდა. მამოწმებდა რა ვიყავი და თუ შეიძლებოდა ჩემი შეჭმა", - იხსენებს კრეიგი. 
კრეიგი პანიკაში არ ჩავარდა და ნაპირისკენ განაგრძო ცურვა. მისი თქმით, დაახლოებით 15 წუთი ზვიგენი უკან მიჰყვებოდა და თითქმის მის საცურაო ფარფლებს ეხებოდა. მცირე შესვენებების შემდეგ, 3 საათში მყვინთავი უკვე ნაპირს მიუახლოვდა. იქ მას სამაშველო სამსახურები ელოდებოდა.
კრეიგი აცხადებს, რომ მცირე დროში ასეთი მანძილის დაფარვა წარმოუდგენელი იქნებოდა, რომ არა ზვიგენი, რომელიც თითქოს მისი "მეგზურის" როლს ასრულებდა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment