Sunday, October 29, 2017

შსს-ს მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცი გადაარჩინეს


👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში 

თბილისში, რესტორან „თავადურის " მიმდებარე ტერიტორიაზე, მტკვარში გადავარდნილი ახალგაზრდა მამაკაცი მაშველებმა გადაარჩინეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. 


უწყების ცნობით, შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, რესტორან ,,თავადურის " მიმდებარე ტერიტორიაზე, მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცი გადავარდა.

შეტყობინების მიღებისთანავე, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამაშველო ჯგუფი შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მივიდა. შსს-ს მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცი მტკვრიდან უვნებლად ამოიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. შსს–ს ინფორმაციით, მამაკაცის სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება.
ipn.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment