Sunday, October 29, 2017

ევროპაში ქარიშხალ „ჰერვარტის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა


 

 👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში


ევროპაში ქარიშხალ „ჰერვარტის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა.
სტიქიას პოლონეთში ორი ადამიანი ემსხვერპლა. მანამდე „ჰერვარტი“ გერმანიასა და ჩეხეთში მძვინვარებდა, სადაც ასევე ოთხი ადამიანი დაიღუპა.
სტიქიის გამო გერმანიის ჩრდილოეთსა და ჩეხეთშიც შეწყდა მატარებლების მიმოსვლა. სამივე ქვეყნის ათასობით მოქალაქე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
გერმანიაში წაქცეული ხეების გამო რამდენიმე ავტომაგისტრალზე საავტომობილო მოძრაობა შეფერხდა. მდინარეებში წყლის დონის მატების გამო, ჩეხეთისა და პოლონეთის რამდენიმე რაიონში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი.
1tv.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში



No comments:

Post a Comment