Monday, October 30, 2017

ტრამპმა რუსეთთან კავშირის საქმის გამოძიებას "კუდიანებზე ნადირობა" უწოდა

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთთან მისი ადმინისტრაციის კავშირის საქმის გამოძიებას „კუდიანებზე ნადირობას“ უწოდებს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა Twitter-ზე
დონალდ ტრამპი მის წინააღმდეგ დოსიეს შედგენაში ჰილარი კლინტონსა და დემოკრატიულ პარტიას ადანაშაულებს. აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნულ საქმეში კლინტონის როლის გამოძიებას ითხოვს და რესპუბლიკურ პარტიას მოქმედებისკენ მოუწოდებს.დონალდ ტრამპმა აღნიშნული „თვითები" მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სპეციალური პროკურორის რობერტ მიულერის საქმეში ნაფიცმსაჯულთა ჟიურიმ პირველი ბრალდებები დაამტკიცა. მიულერი აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეს იძიებს. 
ჯერჯერობით უცნობია, რა ბრალდებებზეა საუბარი და ვის წინააღმდეგაა ისინი წაყენებული. 
ამერიკულმა სპეცსამსახურებმა იანვრის დასაწყისში დაადგინეს, რომ რუსეთის ხელისუფლება ცდილობდა, დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვებაში დახმარებოდა. ამჟამად კონგრესში გამოძიება მიმდინარეობს.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment