Saturday, October 28, 2017

კვირიკაშვილი: საქართველო ესპანეთის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერას უცხადებს

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

საქართველო ესპანეთის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი Twitter-ზე წერს. 
„საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს ჩვენი მეგობრისა და პარტნიორის, ესპანეთის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“, - დაწერა პრემიერმა.გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ესპანეთის სამეფოს მეფეს ფილიპე VI-სა და პრემიერ-მინისტრს მარიანო რახოის წერილები გაუგზავნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველო და ქართველი ხალხი მტკიცედ უჭერს მხარს ესპანეთის სამეფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
გუშინ კატალონიის ჟენერალიტეტმა (პარლამენტი) ესპანეთისგან გამოყოფის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. დეკლარაციას ხმა 72-მა დეპუტატმა მისცა. წინააღმდეგი იყო 10. ორმა თავი შეიკავა. დანარჩენმა დეპუტატებმა კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადეს (სულ 135 დეპუტატი).
გამოცხადების შემდეგ ერთ საათში, ესპანეთის სენატმა გადაწყვიტა, რომ კონსტიტუციის 155-ე მუხლი აამოქმედოს, რაც ბარსელონის ხელისუფლების მადრიდზე დაქვემდებარებას გულისხმობს, შესაბამისად რეგიონის ავტონომიის გაუქმებას. 
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment