Friday, October 27, 2017

კახა კალაძე: რიყეზე ამფითეატრის ამ მდგომარეობაში არსებობა შეუძლებელია

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

თბილისის ახლად არჩეული მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ რიყეზე მდებარე ამფითეატრის შენობის იმ მდგომარეობაში არსებობა, რომელშიც ახლა არის, შეუძლებელია.
„ამ საკითხთან დაკავშირებით მოგვიანებით მოგახსენებთ, თუ რას განვახორციელებთ. ჯერ იდეა არ გვაქვს. ახლა რა მდგომარეობაშიც არის, ასე გაგრძელება შეუძლებელია. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია“, - ამბობს კალაძე. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.
მუსიკისა და დრამის თეატრი რიყის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, გიგი უგულავას მერობის პერიოდში აშენდა. უკვე 5 წელია ამფითეატრის ბედი გაურკვეველია.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment