Sunday, October 29, 2017

კახა კალაძე - ყოველთვის ბევრს ვმუშაობდი საკუთარ თავზე, რადგან კარგად ვიცი შრომის ფასი

 

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

არასდროს დამიმალავს, ყოველთვის ბევრს ვმუშაობდი საკუთარ თავზე, რადგან კარგად ვიცი შრომის ფასი, რომლის გარეშე შეუძლებელია მიაღწიო წარმატებას ცხოვრებაში, - ამის შესახებ კახა კალაძემ ტელეკომპანია “დოჟდისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

“ქართული ოცნების” პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისის მერობის გამარჯვებულმა კანდიდატმა დედაქალაქის განვითარებასთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და ჟურნალისტის მიერ სხვადასხვა თემაზე დასმულ შეკითხვებს უპასუხა. 

“ვფიქრობ, მუდმივად უნდა ისწრაფოდე განვითარებისკენ და ფიქრობდე მომავალზე. მე ბუნებით მაქსიმალისტი ვარ. ვცდილობ, გავაკეთო მაქსიმუმი ჩემი ქალაქისა და ჩემი ქვეყნისთვის. როდესაც ჩემპიოთა ლიგა მოვიგეთ, მაშინაც არ გავჩერებულვარ, ვფიქრობდი წინ წავსულიყავი და მეორედ მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა. მებრძოლი ბუნება მაქვს, ასე გავიზარდე და ეს ჩემი მშობლების დამსახურებაა”, - განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძემ “დოჟდს” ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელიც ტელეკომპანიის ეთერში 30 ოქტომბერს გადაიცემა.
ipn.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში



No comments:

Post a Comment