Sunday, October 29, 2017

მიანმარში ჟურნალისტები პარლამენტის თავზე დრონის გამოყენებისთვის დააკავეს

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

მიანმარის პოლიციამ ორი უცხოელი ჟურნალისტი და ორი ბირმელი პარლამენტის თავზე დრონით მუშაობის გამო დააკავა. კანონის თანახმად, პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე დრონით გადაღება აკრძალულია. ინფორმაციას BBC ავცელებს.
მალაიზიელი და სინგაპურელი ჟურნალისტები თურქული ტელევიიზიის TRT-ისთვის იღებდნენ მასალას. გამოცემის ცნობით, ოთხივე პირს კანონის დარღვევისთვის შესაძლოა სამწლიანი პატიმრობა მიესაჯოს.
თურქეთსა და მიანმარს შორის ურთიერთობა როჰინჯების კრიზისის შემდეგ გაღრმავდა. გასულ თვეში რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისიც კი განაცხადა, რომ მიანმარში როჰინჯა მუსლიმების გენოციდია.
მიანმარში სიტუაცია 2017 წლის 25 აგვისტოს შემდეგ გამწვავდა. ამ დღეს "როჰინჯა არაკანას გადარჩენის არმიის” დანებით და ხელნაკეთი ბომბებით შეიარაღებულმა მებრძოლებმა კოორდინირებული თავდასხმა მოაწყვეს მიანმარის არმიის ბაზასა და პოლიციის 30-ზე მეტ საგუშაგოზე, მოკლეს ქვეყნის სპეცსამსახურების, სულ ცოტა, 12 წარმომადგენელი. 
როჰინჯა - ეთნიკური ჯგუფი, რომელიც მიანმარის შტატ რაკჰაინში ცხოვრობს და ტერიტორიის მკვიდრად მიაჩნია თავი, თუმცა ისტორიკოსების უმეტესობა მიიჩნევს, რომ როჰინჯები ბრიტანული კოლონიალიზმის პერიოდში ბანგლადეშიდან მიანმარში ჩაასახლეს.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment