Saturday, October 28, 2017

მარიამ ხაჭვანის ფილმმა „დედე“ პრიზი მოიპოვა

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში 

ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის მარიამ ხაჭვანის ფილმმა „დედე“ პოლონეთში გამართულ „ტოფიფესტ“ კინოფესტივალის დაჯილდოვებაზე პრიზი დაიმსახურა. კერძოდ, ხაჭვანმა საუკეთესო რეჟისორის პრიზი და სტატუსი დაიმსახურა. ინფორმაციას 1tvავრცელებს.
ფილმმა საფრანგეთში გამართულ მონპელიეს კინოფესტივალზე კი მაყურებლის ჯილდო მოიპოვა.
მარიამ ხაჭვანის ახალი ნამუშევარი არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორია, მათ შორის, კარლოვი ვარის კინოფესტივალზე სექციაში East of the West ჟიურის პრიზის მფლობელი გახდა.
ფილმი სვან გოგონაზე მოგვითხრობს, რომელიც სიყვარულისთვის იბრძვის და იმარჯვებს კიდეც. „დედეს" გადაღებები სვანეთში, ყაზბეგსა და კასპში მიმდინარეობდა. ფილმში პერსონაჟები, ძირითადად, სვანურ ენაზე საუბრობენ.
„დედეს" პრემიერა საქართველოში ბათუმის კინოფესტივალზე შედგება, თბილისში მისი ნახვა კი ნოემბერში იქნება შესაძლებელი.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში 

No comments:

Post a Comment