Tuesday, October 31, 2017

ესტონეთის პრეზიდენტი უკვე საქართველოშია

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ესტონეთის პრეზიდენტი უკვე საქართველოშია. კერსტი კალიულადი თბილისში მეუღლესთან და დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა, რომლის შემადგენლობაშიც სახელმწიფო უწყებების პირველი პირები და ბიზმესმენები შედიან.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ესტონეთის პრეზიდენტს საგარეო საქმეთა მინისტრი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ელჩები დახვდნენ.
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ესტონეთის პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია დღეს გაიმართება, რის შემდეგაც ესტონეთისა და საქართველოს პრეზიდენტები შეხვედრებს გამართავენ პირისპირ და დელეგაციებთან ერთად - გაფართოებულ ფორმატში.
ვიზიტის ფარგლებში კალიულაიდი პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდება და ქართულ-ესტონურ ბიზნესფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
ესტონეთის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში იგეგმება ასევე შეხვედრები საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან ილია მეორესთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან.
საქართველოს და ესტონეთის პრეზიდენტები ხურვალეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს ესტუმრებიან. კერსტი კალიულაიდი წეროვანის საჯარო სკოლასაც ეწვევა.
კერსტი კალიულაიდი ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექციას წაიკითხავს და ესტონური პროექტის ხელშეწყობით დაარსებულ კომპიუტერულ კლასს მოინახულებს.
გარდა ამისა, ესტონეთის პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად, კულტურული პროგრამის ფარგლებში, თბილისს, მცხეთასა და იმერეთის რეგიონს დაათვალიერებს.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment