Saturday, October 28, 2017

ტყიბულის შახტაში გარდაცვლილის ოჯახი დახმარებას ითხოვს

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ტყიბულის შახტაში გუშინ გარდაცვლილი დავით ფორჩხიძის ოჯახის წევრებს დეტალური ინფორმაცია არ აქვთ, რა მოხდა რეალურად. მათი თქმით, ის ცხრა წლის განმავლობაში მუშაბდა ადგილზე და წამყვანი სპეციალისტი იყო. ოჯახი უსაფრთხოების ნორმების შესაძლო დარღვევაზე საუბრობს და ამბობს, რომ ადგილზე ტექნიკა მწყობრიდან არის გამოსული და უბედური შემთხვევისგან დაზღვეული არავინაა.
გარდაცვლილის ოჯახი დახმარებას ითხოვს. დავით ფორჩხიძეს სამი შვილი დარჩა და ის ოჯახის ძირითადი მარჩენალი იყო. მათ უკვე შეხვდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
ტყიბულის შახტაში გუშინ ერთი ადამიანი დაიღუპა. წინასწარი ვერსიით, უბედური შემთხვევის მიზეზი სამთო მასის ჩამოშლა გახდა.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. 
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment