Monday, October 30, 2017

85 წლის ქალის დაუთოვების ფაქტზე დაკავებულია საქართველოს 7 მოქალაქე


რამდენიმე დღის წინ კიფსელის გარეუბანში 85 წლის ქალი გაძარცვეს, ხოლო შედეგ სცემეს და უთოთი საშინელი დამწვრობები მიაყენეს.  საბერძნეთის პოლიციამ აღნიშნულ საქმეზე საქართველოს 7 მოქალაქე დააკავა. ERT1-ის ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფი მაისის შემდეგ მოქმედებდა.

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

7 ქართველი ათენის ჩრდილოეთ გარეუბნებში დააკავეს. სახელმწიფო ტელევიზიის განცხადებით, მათ ბრალი სხვა უამრავ ქურდობაშიც მიუძღვით და ასევე ეჭვმიტანილი არიან ალიმოს სანაპიროზე, ავსტრიელი ტექნიკოსის სახლის ძარცვაში. ქურდობის უდროს მამაკაცის სახლში მის გოგონას ეძინა.
85 წლის ქალი აღწერს, თუ როგორ აწამეს: ”საწოლზე დამაგდეს და უთო დამადეს. როდესაც საშინელი ტკივილი ვიგრძენი, ავყვირდი და ჩემი ხმა ძალიან ხმამაღალი იყო. ამის გამო მათ ყბაზე მომიჭირეს და ცხვირში მირტყამდნენ.
კორიდორიდან ხმა გავიგე და ვიკითხე, თუ ვინ იყო. შემდეგ საძინებლის წინ დავინახე. ის იყო მაღალი, ხელთათმანების გარეშე, სახე სრულიად დაფარული ჰქონდა, მხოლოდ თვალებს ვხედავდი. ფული მოითხოვა, შემდეგ საწოლზე მიმაბეს და ვეღარ ვდგებოდი, ხანდახან ვეკითხებოდი, ნუთუ არ ჰყავდათ მშობლები, დედა. ამ დროს კი ცხვირში დამარტყეს და გამიტეხეს.”
დამწვარმა და ნაცემმა ქალმა შეძლო და მეზობლებს საშველად უხმო. ის დილის 07:00 საათზე საცხოვრებელი ბინის შესასვლელში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
http://georgians.gr/

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში


No comments:

Post a Comment