Friday, October 27, 2017

ვლადიმერ პუტინმა სამხედრო წვრთნების დროს ოთხი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა



რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამხედრო წვრთნების დროს ოთხი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტისთან", კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.


👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში



პესკოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა სტრატეგიული ბირთვული ძალების მართვის წვრთნაში მიიღო მონაწილეობა.
კრემლის წარმომადგენლის ცნობით, წვრთნების დროს დამუშავდა სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარებს, ჩრდილოეთისა და წყნარი ოკეანის ფლოტების ატომური წყალქვეშა ნავებსა და რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების ავიაციას შორის ურთიერთქმედება.
1tv.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment