Saturday, October 28, 2017

ტრამპი პირობას დებს, რომ ჯონ კენედის მკვლელობის ყველა დოკუმენტს გაასაჯაროებს

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირობა დადი, რომ ჯონ კენედის მკვლელობის ყველა დოკუმენტს გაასაჯაროებ. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა. 
„სადაზვერვო სამსახურებთან სერიოზული კონსულტაციების შემდეგ, გამოვაქვეყნებ ჯონ კენედიზე ყველა დოკუმენტს, იმის გარდა, სადაც ჯერ კიდევ ცოცხალი ადამიანების სახელები და მისამართებია მოცემული,“- დაწერა პრეზიდენტმა. მან აღნიშნა, რომ ამას იმიტომ აკეთებს, რომ შეთქმულებების თეორიას ბოლო მოუღოს.დონალდ ტრამპის განკარგულებით პრეზიდენტ ჯონ კენედის მკვლელობის საქმის დაახლოებით 3000-მდე დოკუმენტი გასაჯაროვდა. 2891 დოკუმენტი უკვე ნაციონალური არქივის ვებგვერდზეა განთავსებული. ტრამპმა თავშივე განაცხადა, რომ დოკუმენტების ერთი ნაწილი, უსაფრთხოების მიზნით, გარედაქტირებულია. სწორედ ამ ნაწილის შეძენა უნდა WikiLeaks-ს.
მანამდე, 24 ივლისს იგივე ბაზაზე 3 900 დოკუმენტი აიტვირთა. თეთრი სახლის ინფორმაციით, 2018 წლის ბოლომდე საქმიდან კიდევ რამდენიმე ათასი მასალა გასაჯაროვდება.
გავრცელებული ინფორმაციით, სპეცსამსახურებმა პრეზიდენტი ტრამპი დაარწმუნეს, რომ ყველა დოკუმენტის გამოქვეყნება ამ ეტაპზე არ შეიძლება, ამიტომ დანარჩენ დოკუმენტებს გამოძიების ფედერალური ბიურო და ცენტრალური დაზვერვის სამსახური 180 დღის განმავლობაში შეისწავლის, რის შემდეგაც ისინიც საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება.
1992 წელს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა კენედის მკვლელობის საქმეზე სპეციალური განკარგულება მიიღო, რომლის მიხედვითაც, კენედის მკვლელობის საქმის არქივის გახსნა 25 წლის შემდეგ 2017 წელს იქნებოდა შესაძლებელი.
აშშ-ის 35-ე პრეზიდენტი ჯონ კენედი 1963 წლის 22 ნოემბერს ტეხასის შტატში მოკლეს.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment