Thursday, October 26, 2017

ილია ელოშვილი: მოსწავლეების ენერგეტიკით დაინტერესება მნიშვნელოვანია

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში 

ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების სკოლების უფროსკლასელებს შეხვდა. ილია ელოშვილმა მოსწავლეებს ქვეყნის ენერგეტიკული განვითარების მნიშვნელობაზე ესაუბრა.
მინისტრის განცხადებით ენერგეტიკა ქვეყნის ეკონომიკის სიძლიერისთვის ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს წარმოადგენს, ამიტომ ახალი თაობისთვის ამ თემაზე ინფორმაციის მიწოდება და ახალგაზრდების დაინტერესება ენერგეტიკის სფეროთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
მოსწავლეები ჟინვალის ჰიდროელექტროსადგურზეც იმყოფებოდნენ, დაათვალიერეს კაშხალი, მოისმინეს ჰესის ისტორია და გაეცნენ ელექტროენერგიის გამომუშავების პრინციპებს. შემეცნებითი ტური საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლების მოსწავლეებისათვის უკვე მე-2 წელია იმართება.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში 

No comments:

Post a Comment