Sunday, October 29, 2017

ამერიკელთა 58% ტრამპის პოლიტიკით უკმაყოფილოა

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკით უკმაყოფილოთა რიცხვი ისევ 
გაიზარდა. ბოლო კვლევის მიხედვით, რომელიც Wall Street Journal-სა და NBC-ის დაკვეთით ჩატარდა, ტრამპის პოლიტიკით გამოკითხულთა 58% უკმაყოფილოა.
კვლევის თანახმად, დონალდ ტრამპს გამოკითხულთა მხოლოდ 38% ენდობა. დაცემულია ასევე ტრამპის პერსონალური რეიტინგიც - გამოკითხულთა 54%-ს ტრამპი, როგორც პიროვნება არ მოსწონს, 36%-ს კი მოსწონს.
კვლევისას აღმოჩნდა, რომ ამერიკელები განსაკუთრებით უკმაყოფილონი არიან ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში ქვეყნის პრეზიდენტის პოლიტიკით.
კვლევა 23-26 ოქტომბერს ჩატარდა, გამოიკითხა 900 ამერიკელი. 
აგვისტოში ტრამპის რეიტინგი გაიზარდა და 45% შეადგინა. ეს მაშინ, როდესაც ივლისშიმისი რეიტინგი 36% იყო.
ტრამპის რეიტინგი რეკორდულად დაბალი იყო პრეზიდენტობის 100 დღის თავზეც.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment