Monday, October 30, 2017

შოტლანდიაში კათოლიციზმის მიმდევართა რიცხვი იზრდება

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

შოტლანდიაში ჩატარებულმა გამოკითხვამ ცხადყო, რომ 7 წელიწადში კათოლიციზმი ამ ქვეყანაში ყველაზე გავრცელებული რელიგია იქნება. ამის შესახებ World Religion News-ი წერს. გამოკითხვაში 10 ათას ადამიანზე მეტი მონაწილეონდა. მათი 51% აცხადებს, რომ არცერთი რელიგიის მიმდევარი არ არის, 24% შოტლანდიის პრესვიტერიანულიეკლესიის წევრია, 14% კი თავს კათოლიკედ მიიჩნევს. კათოლიკური ეკლესიის მიმდევართა რიცხვი ძალიან სწრაფად იზრდება. 
ასეთ ტენდენცია კათოლიკური ირლანდიიდან ჩასული ემიგრანტების ხარჯზეც შეიმჩნევა. ამასთან, შოტლანდიის პრესვიტერიანული ეკლესიის მიმდევრების რიცხვი თანდათან მცირდება. თუკი ასე გაგრძელდა, 7 წელიწადში შოტლანდია, 500 წლის წინანდელი რეფორმაციის შემდეგ, ისევ კათოლიკური გახდება.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment