Sunday, October 29, 2017

მეცნიერებმა ის დაავადებები დაასახელეს, რომლებისგანაც ადამიანის დაცვა ძაღლს შეუძლია

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სახლში ძაღლის ყოლა ახალშობილებში ეგზემისა და ასთმის განვითარების რისკს ამცირებს. შესაბამისი კვლევა სპეციალისტებმა ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის შესაწავლის ამერიკული ასოციაციის კონგრესზე წარადგინეს
მეცნიერებმა შეისწავლეს ალერგიული ეგზემით დაავადების მაჩვენებელი იმ ბავშვებში, რომელთა დედები ორსულობის დროს ძაღლებთან დღეში მინიმუმ 2 საათს ატარებდნენ.
აღმოჩნდა, რომ ასეთ შემთხვევაში პატარებში გამონაყარი თითქმის იშვიათად ჩნდებოდა. გარდა ამისა, სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ სახლში ძაღლის ყოლა ბავშვებში, რომლებსაც ალერგიული ასთმა აქვთ, სპეციფიურ სიმპტომებს ამცირებს.
მეცნიერების თქმით, მთავარ როლს ის ბაქტერიები ასრულებს, რომლის მატარებლებიც შინაური ცხოველები არიან.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment