Friday, October 27, 2017

ზიდანი:„ძალიან არასამართლიანი რამ დამაბრალეს“

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში 

მადრიდის „რეალის“ თავკაცმა, ზინედინ ზიდანმა „ფუენლაბრადასთან“ მოგებული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...

„ბუნებრივია კმაყოფილი ვარ, ვინაიდან გუნდმა კარი მშრალად შეინახა და მეტოქეს 2 გოლი გაუტანა. თითოეულმა ფეხბურთელმა გამარჯვებისთვის ბევრი გაიღო.“ 

„მეტოქემ ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად დიდი კონკურენცია გაგვიწია, მაგრამ მეორე ტაიმში მოვუმატეთ და გოლების გატანა შევძელით.“

„სამწუხაროდ, ძალიან არასასიამოვნო და არასამართლიანი რამ დამაბრალეს, რაც სამეფო თასზე ყურადღების მოდუნებაში გამოიხატებოდა. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, მე მსურს ამ ტიტულის მოგება და ყველაფერს გავაკეთებ საბოლოო წარმატებისთვის. ის, რომ დღეს განსხვავებული შემადგენლობა გვყავდა არაფერს ცვლის.“ 

„ვალიეხოს დებიუტს ვულოცავ. არაუშავს, წითელი ბარათი ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში 

No comments:

Post a Comment