Monday, October 30, 2017

საქართველოში ხვალ საუდის არაბეთის პარლამენტის თავმჯდომარე ჩამოვა

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

31 ოქტომბერს საქართველოში, ოფიციალური ვიზიტით, საუდის არაბეთის სამეფოს მაჯლის ალ-შურას (პარლამენტის) თავმჯდომარე აბდულა ბინ მუჰამედ ალ აშ-შეიხი ჩამოვა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
შეიხი საქართველოში შეხვდება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს და საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს.
კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ მედიისთვის განცხადებები გაკეთდება.
აბდულა ბინ მუჰამედ ალ აშ-შეიხის ვიზიტი საქართველოში 3 ნოემბერს დაასრულდება.
დღეს საქართველოს, ოფიციალური ვიზიტით, ირლანდიის სენატის თავმჯდომარე დენის ო’დონოვანი ეწვია. ის უკვე შეხვდა ირაკლი კობახიძეს. 
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment