Friday, October 27, 2017

ნაგვის ყუთში ჯონ ლენონის უცნობი ფოტოები იპოვეს

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ბრიტანელმა ნაგვის ყუთში 26 ნეგატივი იპოვა, რომელზეც აღბეჭდილია ჯგუფი The Beatles-ის სოლისტი ჯონ ლენონი. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 
ადამიანმა, რომელსაც თავისი ვინაობის გაჟღერება არ სურს, სურათები გარდაცვლილი მამის ძველი ნივთების საყრელში აღმოაჩინა. ნეგატივები დაახლოებით 30 წელი ნაგავში ეყარა.
1970-იანებში გადაღებული ფოტოები ლივერპულში The Beatles-ების მუზეუმს გადაეცა.
აუქციონისტი დარენ ჯულიენის თქმით, აღმოჩენა სულ მცირე 10 ათასი ფუნტი ეღირება.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment