Friday, October 27, 2017

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ქალის სახელი დაადგინეს

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

მკვლევარმა ლაურა ვატენბერგმა, 49 ქვეყნის ბავშვების სახელების სტატისტიკა გააანალიზა და დაადგინა, რომ ქალებში ყველაზე გავრცელებული სახელი სოფიაა. ამის შესახებ ინფორმაციას The Independent-ი ავრცელებს.
სახელი სოფია ბერძნული სიტყვაა და "სიბრძნეს" ნიშნავს. ეს სახელი პირველ ადგილს იკავებს მექსიკაში, არგენტინაში, იტალიაში, შვეიცარიაში, ესტონეთში, ჩილეში, სლოვაკეთში და რუსეთში. 
აღსანიშნავია, რომ ყველა ქვეყანაში სახელი სოფიას სხვადასხვაგვარი ჟღერადობა აქვს, თუმცა სახელის ფუძე მაინც ერთნაირია.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment