Saturday, October 28, 2017

CNN: აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმის სპეცპროკურორმა პირველი ბრალდება წამოაყენა

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის მონაწილეობის შესახებ მიმდინარეო გამოძიების სპეცპროკურორმა რობერტ მიულერმა პირველი ბრალდებები წამოაყენა საქმის ერთი ან რამდენიმე ფიგურანტის მიმართ. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-იიუწყება. მედიის ცნობით, ამ ბრალდების დეტალები იუსტიციის სამინისტრომ შეიძლება მომავალ კვირას გამოაქვეყნოს. 
„ჩვენ არ ვიცით, ვის წინააღმდეგაა ეს ბრალდება და რა სახისაა,“- განაცხადა CNN-ის წამყვანმა. ამასთან, აღინიშნა, რომ ბრალდება შეიძლება იმ ფინანსურ დანაშაულს უკავშირდებოდეს, რომელიც მიულერის გამოძიების დროს გაიხსნა და ტრამპის შტაბის და რუსეთის კავშირების საერთოდ არ ეხება. 
გამოძიების ფიგურანტებს შორის არიან პრეზიდენტ ტრამპის უფროსი შვილი და სიძე, ასევე მისი საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი პოლ მანაფორტი. 
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო მონაწილეობასა და ტრამპის რუსეთთან კავშირების შესახებ გამოძიებას კონგრესი და გამოძიების ფედერალური ბიურო აწარმოებენ. რუსეთის საქმეზე სპეცპროკურორად გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი უფროსი რობერტ მიულერი დაინიშნა. რუსეთი და თეთრი სახლის ადმინისტრაცია ამ ბრალდებებს უარყოფენ. 
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment