Thursday, October 26, 2017

საფრანგეთის დახმარებით ქართველი სამხედროები გადამზადდებიან

დღეს საქართველოში საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ფლორანს პარლი ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა. აეროპორტში მას ლევან იზორია დახვდა. ორმხრივი შეხვედრა სამთავრობო დარბაზში გაიმართა, სადაც მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის დეტალები, მათ შორის შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, უახლოეს პერიოდში საფრანგეთის დახმარებით ქართველი სამხედროები გადამზადდებიან, რომლებიც ფრანგული პროექტის საჰაერო თავდაცვის სისტემის მართვას უზრუნველჰყოფენ.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment