Thursday, October 26, 2017

გარემოს დაცვის სამინისტრო ელექტრონული ნარჩენების მოცულობის დასადგენად კვლევას ატარებს

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში 

გარემოს დაცვის სამინისტრო ელექტრონული ნარჩენების მოცულობის დასადგენად კვლევას ატარებს.
„ჩვენ ვიყენებთ ელექტრონულ მოწყობილობებს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მას შემდეგ, რაც ეს მოწყობილობები ფუჭდება, ისინი გადაიქცევა ელექტრონულ ნარჩენად. იმის გამო, რომ ელექტრონული მოწყობილობები ჯანმრთელობისა და გარემოსთვის ბევრ სახიფათო ნივთიერებას შეიცავს, ძალიან მნიშვნელოვანია ელექტრონული ნარჩენების განცალკევება მუნიციპალური ნარჩენისგან და სწორი ფორმით გადამუშავება ჩვენივე უსაფრთხოებისთვის. ჩვენი კვლევის მიზანია საქართველოში არსებული ელექტრონული ნარჩენების მოცულობების დადგენა და მათი მართვის პრაქტიკების შესწავლა მოსახლეობაში, რაც მომავალში დაგვეხმარება ელექტრონული ნარჩენების მართვის სწორი სტრატეგიის შემუშავებაში“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კვლევა ელექტრონული ფორმით ტარდება და მისი კითხვარის შევსება 2 ნოემბრამდეა შესაძლებელი.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში 

No comments:

Post a Comment