Thursday, October 26, 2017

თელასი: წინა წელთან შედარებით ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა

თბილისში ცხრა თვის მონაცემებით, ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა. „თელასის“ მონაცემებით, კომპანიამ 2 159,7 მილიონი კვტ/სთ. ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 7,6%-ით აღემატება 2016 წლის ცხრა თვის მონაცემებს.
„ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობის მატება ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებამ და მომხმარებელთა რაოდენობის ზრდამ გამოიწვია“, - აცხადებენ „თელასში“.
კომპანიის აბონენტთა რაოდენობა 2017 წლის ცხრა თვეში, 2016 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 4,5%-ით (25,7 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 598 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 539,5 ათასი - ფიზიკური პირია, ხოლო 58,4 ათასი –იურიდიური პირი.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment