👉 კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კონსტიტუციასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, პირველივე დღიდან ნათელი იყო, რომ მმართველი გუნდი ერთპარტიული კონსტიტუციის მისაღებად ემზადებოდა.
"სწორედ ამიტომ, პირველი ვიყავი რომელიც ერთპარტიული კონსტიტუციის მიღების პერსპექტივაზე ვსაუბრობდი და შესაბამისად ვდგამდი ნაბიჯებს. მე და ჩემი გუნდი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ ვაფიქსირებდით ერთ მარტივ ჭეშმარიტებას - კონსტიტუცია ყველასია და ვცდილობდით, რომ ქვეყანას მიეღო თანხმობაზე დაფუძნებული დოკუმენტი.
ბოლოს ამ მიზნით გამოვიყენე ვეტოს უფლებაც. სამწუხაროდ, ამ საკითხში ისევე როგორც ბევრ სხვა საკითხში, ქართული ოცნება ვერ გასცდა იმ ტრადიციას, რომელიც ერთპარტიულ კონსტიტუციას იღებდა ხოლმე საქართველოში და პარლამენტმა მიღო ის რაც აქამდე მომხდარა - ერთპარტიული კონსტიტუცია. სწორედ ამიტომ ჩემთვის ძნელია ამ კონსტიტუციაზე ხელის მოწერა.
მიუხედავად ამისა, ქვეყნის შიდა და გარე გამოწვევებიდან გამომდინარე, გამომდინარე იქიდან,რომ ყველა ნაბიჯი უნდა გადავდგათ რათა თავიდან ავიცილოთ დესტაბილიზაცია, მე როგორც სახელმწიფოს მეთაური, სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი და კონსტიტუციის გარანტი, ხელს ვაწერ კონსტიტუციაზე", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
13 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ კონსტიტუციის პროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაითვალისწინა და ვეტო დაძლია. ოპოზიციამ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაში მონაწილეობა არ მიიღო.
პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებს ვეტო 9 ოქტომბერს დაადო და მოტივირებული შენიშვნებით საკანონმდებლო ორგანოს დაუბრუნა.
მანამდე, გიორგი მარგველაშვილი კონსტიტუციის საკითხებზე სასაუბროდ ოპოზიციასშეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა და 20-მა ოპოზიციურმა პარტიამ ე.წ. 5 პუნქტიანი დოკუმენტი შეცვალეს და 4 ახალ პუნქტზეშეთანხმდნენ.
ვენეციის კომისიამ პლენარულ სხდომაზე საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საბოლოო დასკვნა 6 ოქტომბერს დაამტკიცა.
26 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით
imedinews.ge
No comments:
Post a Comment