Thursday, October 19, 2017

პრემიერი: არავის მივცეთ საბაბი, რომ თქვას ერთი სიტყვაც კი სახელმწიფო რესურსის გამოყენებაზე

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წინასაარჩევნო გარემოს შეეხო და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე გააკეთა განცხადება. მან სახელმწიფო უწყებებს ადმინისტრაციული რესურსების გამოუყენებლობისკენ მოუწოდა.
"მინდა მოვუწოდო სახელმწიფო უწყებებს, არ მივცეთ არავის საბაბი, რომ თქვას ერთი სიტყვაც კი სახელმწიფო რესურსის გამოყენებაზე", - თქვა პრემიერმა და დასძინა, რომ მმართველი გუნდის სიძლიერეა განსხვავებული აზრის პატივისცემაშია.
"ჩვენი უპირატესობა სწორედ ამაში მდგომარეობს და ამაშია  დიდი განსხვავება და ის ცვლილება, რომელიც ქვეყანაში განხორციელდა 2012 წელს, მას  შემდეგ  ჩატარებულ ყველა არჩევნებში კიდევ ერთხელ დადასტურდა ეს მნიშვნელოვანი ცვლილება.  მჯერა, ჩვენი მოსახლეობა სათანადოდ აფასებს ამ ძალიან დიდი ტრანსფორმაციას, რომელიც ქვყენაში განხორიცელდა და დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი სრულიად სხვა რანგის და სხვა ხარისხის დემოკრატია სათანადოდ იქნება დაფასებული", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment