ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში რამდენიმე დღის წინ მოკლული კაცის ცხედარი ოჯახის წევრებმა გზაზე დაასვენეს, რის გამოც ბათუმი-თბილისის მაგისტრალის ქობულეთის მონაკვეთზე მოძრაობა რამდენიმე წუთით იყო შეჩერებული.
გარდაცვლილის ახლობლები საქმის დრულად გამოძიებას და დამნაშავის დასჯას ითხოვენ და პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებენ.
გავრცელებული ვერსიით, მკვლელობა ქონებრივ დავას უკავშირდება. გარდაცვლილსა და მის მეზობელს შორის ურთიერთობა ბოლო წლების განმავლობაში უკიდურესად იყო დაძაბული. პირი, რომელსაც ოჯახის წევრები ეჭვმიტანილად მიიჩნევენ, გამომძიებლებმა უკვე დაკითხეს. ამ დრომდე საქმესთან დაკავშირებით პოლიციას არავინ დაუკავებია.
როგორც შს სამინისტროში განაცხადეს, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
28 წლის ირაკლი ტარიელაძეს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ე.წ. აბრეზიდან ესრილეს. ის ადგილზე გარდაიცვალა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment