Saturday, October 21, 2017

საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცედურა დაიწყო

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებისთვის შექმნილ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცედურა დაიწყო. კენჭისყრა 08:00 საათიდან 20:00 საათამდე გაიმართება. თითოეული ამომრჩეველი ხმას აძლევს პირადად - დაუშვებელია ხმის მიცემა სხვა პირის ნაცვლად.
კანონის თანახმად, კენჭისყრის ოთახში შესვლისას ამომრჩეველი მარკირების შემოწმების პროცედურას გადის. თუ ამომრჩეველი მარკირებული არ იქნება, მას კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება არ მიეცემა.
ხმების დათვლის პროცედურის შემდეგ, საოლქო საარჩევნო კომისიები არაუგვიანეს 1 ნოემბრისა შეაჯამებენ მუნიციპალიტეტების საკრებულოებისა და მერების არჩევნების შედეგებს (გარდა თბილისის საკრებულოს და მერის არჩევნებისა) და არაუგვიანეს მომდევნო დღისა შემაჯამებელ ოქმებს ცესკოს გადასცემენ.
თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შედეგებს არაუგვიანეს 9 ნოემბრისა თავად ცესკო შეაჯამებს.
იმ შემთხვევაში თუ მერობის კანდიდატები არჩევნების დღეს ხმათა 50%-ზე მეტს ვერ დააგროვებენ, ცესკო გამარჯვებული კანდიდატის გამოსავლენად მეორე ტურს დანიშნავს. მერის არჩევნების მეორე ტური ტარდება 16 ნოემბრამდე, პირველი ტურიდან არაუგვიანეს 25-ე დღისა.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. დღეს საქართველოს მოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატს და 64 მერს პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩევენ.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment