Sunday, October 22, 2017

მესის "ორეული" ბარსელონა - მალაგას მატჩს დაესწრო

ლიონელ მესის "ირანელი ორეული" ბარსელონა - მალაგას მატჩს დაესწრო. რეზა პარასტეშმა, რომელიც ცოტა ხნის წინ თბილისშიც იმყოფებოდა,"ნოუ კამპის"ტრიბუნებზე ფოტოებიც გადაიღო.
ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა mundodeportivo ავრცელებს.
რეზა საზოგადოებამ გაზაფხულზე გაიცნო, როცა ადამიანები, ირანის სხვადასხვა ქალაქში, ფეხბურთის არგენტინელ სუპერვარსკვლავთან მსგავსების გამო, მასთან სურათებს იღებდნენ და ავტოგრაფებს ართმევნდნენ. 
ამის გამო რეზა პარასტეში სამართალდამცველებმა დააპატიმრეს და რამდენიმე დღის განმავლობაში პოლიციის განყოფილებაში ყოფნა მოუწია. ახლა კი, როგორც ხედავთ მესის თავის ირანელმა ორეულმა ბარსელონაში ჩააკითხა და საზოგადოების ყურადღება იქაც მიიქცია.
გამომდინარე იქიდან, რომ გუშინდელი "ბარსელონას" თამაში იმ იშვიათ მატჩთა კატეგორიას მიეკუთვნებოდა, სადაც ლიონელმა გოლი ვერ გაიტანა, სტადიონზე ნამდვილ მესიზე უფრო მეტ ყურადღებას "ირანელი მესი" იქცევდა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment