👉 კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ევროპარლამენტარი ქლერ მუდის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების წარმატების საფუძველს მათი მხრიდან მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვა წარმოადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„როგორც იხილეთ, დღეს შეკრებილი კოლეგების უმრავლესობა მხარდაჭერას გიცხადებთ. აღნიშნულის დასტურია ასევე რეზოლუცია და მიმდინარე ურთიერთობა ჩვენსა და საქართველოს შორის. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ იმაში, რომ ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს თქვენს ტერიტორიულ მთლიანობას“.- აღნიშნა ევროპარლამენტში „საქართველოს მეგობართა ჯგუფის“ თანათავმჯდომარემ ქლერ მუდიმ, რომელმაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში გამოსვლის შემდეგ გამართულ დებატებში მიიღო მონაწილეობა.
სამინისტროს ცნობით, ქლერ მუდიმ დადებითად შეაფასა მიხეილ ჯანელიძოს გამოსვლა, სადაც მან ხაზი გაუსვა იმ წინსვლას, რაც საქართველომ ასოცირების შეთანხმებისა და ევროკავშირთან ურთიერთობის შედეგად მიაღწია.
„ის, რომ მთავარი აქცენტი გააკეთეთ საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაზე, წარმოადგენს თქვენი წარმატების და ევროკავშირისადმი მხარდაჭერის ერთ-ერთ მიზეზს.“-განაცხადა ევროპარლამენტარმა.
„ის, რომ მთავარი აქცენტი გააკეთეთ საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაზე, წარმოადგენს თქვენი წარმატების და ევროკავშირისადმი მხარდაჭერის ერთ-ერთ მიზეზს.“-განაცხადა ევროპარლამენტარმა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment