Sunday, October 22, 2017

ბორჯომის ხეობაში არსებული ვითარება კომისიამ შეაფასა

ბორჯომის ხეობაში აგვისტოს თვეში ნახანძრალ ტერიტორიაზე კომისიამ საველე გასვლა განახორციელა. კომისიამ ხანძრით დაზიანებული ტერიტორიები დეტალურად შეისწავლა და დაადგინა ხანძრით მოცული ტერიტორიის ზუსტი ფართობი დაზიანების კატეგორიების მიხედვით, არსებული ნიადაგური და გეოლოგიური მდგომარეობა ნაკვეთების მიხედვით, ტერიტორიაზე არსებული განადგურებული ფლორა/ფაუნა და მიყენებული ზიანი.
შესწავლის შედეგებზე დაყრდნობით მომზადდება დასკვნები და რეკომენდაციები ნახანძრალ ტერიტორიაზე ტყის აღდგენის დაწყების პროცესებზე, განსახორციელებელი ღონისძიებების ვადებსა და პერიოდზე.
ეროვნული სატყეო სააგენტოს, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით სექტემბერ-ოქტომბერში ხანძრით დაზიანებულ ტერიტორიაზე წინასწარი შეფასებებიც განხორციელდა.
კომისია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით შეიქმნა და მის შემადგენლობაში ეროვნული სატყეო სააგენტოს, გარემოს ეროვნული სააგენტოს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი პროფილის სპეციალისტებთან ერთად, არასამთავრობო სექტორისა და სამეცნიერო დაწესებულებების წარმომადგენლებიც შედიან.
ბორჯომის ხეობაში ხანძარი მიმდინარე წლის 20 აგვისტოს გაჩნდა, ხანძრის ქრობის პროცესი 6 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment