Monday, October 23, 2017

რამდენს უხდიან ტექნოლოგიური გიგანტები თანამშრომლებს, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მუშაობენ


👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში
თანამედროვე სამყაროში ხელოვნური ინტელექტის მიმართ დაინტერესება სულ უფრო მკვეთრ ფორმებს იძენს, შესაბამსიად ამ მიმართულებით მომუშავე მსოფლიოს წამყვანი ტექნოლგიური გიგანტები არც ფინანსურ რესურსებს იშურებენ საკუთარი თანამშრომლებისთვის. 
უფრო მეტიც, მაღალი კონკურენციის პირობებში ამ თანამშრომლების ხელფასები სულ უფრო მზარდი ხდება, რათა კომპანიებმა თავიდან აიცილონ 
-0:02
მათი კადრების კონკურენტ კომპანიებში როგორც ცნობილია, ამ დროისთვის დამსაქმებლები საკუთარ კომპანიებში „ხელოვნურ ინეტლექტზე“ მომუშავე პირებს საშუალოდ წლიურად 300 ათასიდან 500 ათასამდე დოლარს უხდიან. რა თქმა უნდა ამაზე ბევრად მაღალია კონკრეტულ პროექტებზე მომშუავე პირების ანაზრაურება. მაგალითად, Google-მა „სელფ-დრაივ“ ავტომობილის პროექტის მენეჯერს, ანტონი ლევანდოვსკის ხელფასის სახით 120 მილიონი დოლარი გადაუხადა. თუმცა, მისი შენარჩუნება ვერ შეძლო, ის „უბერში“ გადავიდა.

ცნობისთვის, თავად კომპანიების მიერ ამ მიმართულებით განსაზღვრული ბიუჯეტიც შთამბეჭდავია. როგორც ცნობილია, „გუგლმა“ ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიის დეპარტამენტისთვის ჯერ კიდევ 2014 წელს 650 მილიონი დოლარი გამოყო, იმ დროისთვის კი იქ 50 ადამიანი იყო დასაქმებული. წელს კი კომპანიის ბრიტანეთის ოფისში ამ მიმართულებაზე 400 ადმაიანი მუშაობს და მათზე სულ ცოტა 345 ათასი დოლარის წლიური ხელფასია განსაზღვრული.

bpn.ge
👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment