Tuesday, October 3, 2017

თურქულმა ავიაკომპანიამ მგზავრებს ულიმიტო სამგზავრო ბარათები შესთავაზა

თურქულმა ავიაკომპანია „Atlasglobal“-მა მგზავრებს ულიმიტო სამგზავრო ბარათები შესთავაზა. როგორც ავიაკომპანიის ვებგვერდი იუწყება, მგზავრებს ულიმიტოდ ფრენა მხოლოდ 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 2018 წლის 30 მაისამდე შეეძლებათ.
მათივე ცნობით, თურქეთის შიდა რეისებზე ულიმიტოდ ფრენა 1000 დოლარი, ხოლო ქვეყნის ფარგლებს გარეთ 3500 დოლარი ეღირება. კომპანიის ცნობით, სამგზავრო ბარათის სხვა ადამიანზე გადაცემა აკრძალულია. ულიმიტო სამგზავრო ბარათები მხოლოდ ბიზნსესკლასის მგზავრებზე იმოქმედებს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment