👉 კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ფლორენციაში სანტა კოჩეს ბაზილიკიდან ჩამოვარდნილმა ნატეხმა ესპანელი ტურისტი შეიწირა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
52 წლის კაცს თავზე 20 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდნილი ქვა დაეცა, რომელიც შენობის ფასადს მოტყდა. შემთხვევის ადგილზე მისულმა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ბაზილიკა დაიხურა, ექსპერტები კი მომხდარის მიზეზს და ტაძრის მდგომარეობას სწავლობენ.
სანტა კოჩეს ბაზილიკა მსოფლიოში ყველაზე დიდი ფრანცისკანული ტაძარია.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment