Sunday, October 22, 2017

ჯოზეფ სმიტი ქუჩებს საკუთარი საარჩევნო პლაკატებისგან ასუფთავებს

საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი, რომელმაც არჩევნებში (ამ დროის მონაცემებით) 14.04% დააგროვა, თავისი საარჩევნო პლაკატებისგან საბურთალოს ქუჩებს ასუფთავებს.
"ჩემი საარჩევნო პოსტერების მოხსნა არის ჩემი მოქალაქეობრივი და პოლიტიკური ვალდებულება. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, რომ დროულად მოხსნან თავიანთი საარჩევნო პოსტერები და დავუბრუნოთ ქალაქს არჩევნებამდელი სახე", - ამბობს სმიტი ვიდეომიმართვაში.საბურთალოს ოლქში პირველ ადგილზეა მმართველი გუნდის კანდიდატი დავით ურთმელიძე (წინასწარი მონაცემებით 49.96%), მეორეზე კი ნაციონალური მოძრაობიდან ნინო კვიტიაშვილია (წინასწარი მონაცემებით, 15.29%).
სმიტმა facebook-ზე მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ "დიდი შედეგი დადო".
21 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ამ დღეს საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატი და 64 მერი პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩიეს. 
imedinews.ge

No comments:

Post a Comment