ინტენსიური თოვის გამო თუშეთისკენ მიმავალი გზა დაიკეტა. ფშაველი-ომალოს გზაზე დილიდან ავტომანქანების მოძრაობა ოფოციალურად აიკრძალა.
როგორც imedinews- ს ადგილობრივმა თუშებმა უთხრეს, გზაზე თოვლის საფარი 20 სმ აღემატება. მძიმე ტექნიკა აბანოს უღელტეხილზე გზის გაწმენდით სამუშაოებს ხვალიდან დაიწყებს.
თუშეთში საავტომობილო მონაკვეთი ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მაისამდე იკეტება.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment