Friday, October 20, 2017

ილემის საბავშვო ბაღში მოწამლული ბავშვები საავადმყოფოდან გაწერეს

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ზესტაფონის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის ზოია ლელაძის განცხადებით, ყველა ბავშვი უკვე სახლში გაწერეს და მათ დიეტური კვების რეჟიმი დაენიშნათ. მისივე თქმით, ბავშვების მოწამვლა ერთ-ერთი მშობლის მიერ მიტანილმა ნამცხვარმა გამოიწვია. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.
„მშობელმა ნამცხვარი მიიტანა და აღსაზრდელებმა მიირთვეს, ვაფრთხილებთ მშობლებს, რომ არ შემოიტანონ საჭმელი გარედან, მაგრამ არიან ურჩი მშობლებიც", - აცხადებს ზოია ლელაძე. მისი თქმით, სოფელ ილემის ბაღში სწავლის პროცესი 23 ოქტომბერს განახლდება.
ზესტაფონის სოფელ ილემის ბაღში სულ 14 ადამიანი მოიწამლა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment