Sunday, October 1, 2017

Facebook-ი კონგრესს არჩევნებში რუსული გავლენის გამოსაძიებლად სარეკლამო პოსტებს გადასცემს

Facebook-ი აშშ-ის კონგრესს ამერიკის პრეზიდენტის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის გამოძიების ფარგლებში სარეკლამო პოსტების 3000 ეგზემპლიარს გადასცემს. ინფორმაციას Washington Post-ი ავრცელებს.
„ჩვენ გვინდა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამგვარი ბოროტი განზრახვების წინააღმდეგ ბრძოლაში“, - ამბობს Facebook-ის საზოგადოებრივი პოლიტიკის დეპარტამენტის ვიცეპრეზიდენტი ჯოელ კაპლანი. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სენატის საგამოძიებო კომიტეტი ღია მოსმენებზე იწვევდა Facebook-ის, Twitter-ისა და Google-ის წარმომადგენლებს.
აშშ რუსეთს საპრეზიდენტო არჩევნების დროს დემოკრატიული პარტიის მონაცემთა ბაზის გატეხაში და ინფორმაციის WikiLeaks-ისთვის გადაცემაში ადანაშაულებს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment